„როიტერი" - ბელარუსმა საკუთარი ჩემპიონატის ტრანსლაციები უკვე ათ ქვეყანას მიჰყიდა
ბელარუსის ჩემპიონატი გრძელდება და ეს ტურნირი სულ უფრო მეტი პოპულარობით სარგებლობს, რადგან ევროპის არ ერთ სხვა ქვეყანაში ფეხბურთს აღარ თამაშობენ.
სააგენტო „როიტერმა“ დაწერა, რომ ბელარუსის ფეხბურთის ფედერაციამ საკუთარი ჩემპიონატის ტელეტრანსლაციაზე უფლებები უკვე ათ ქვეყანას მიჰყიდა, მათ შორის, რუსეთს, ისრაელს, ინდოეთსა და ბულგარეთს.
სამი ტურის შემდეგ, ბელარუსის ჩემპიონატს „ენერგეტიკი“ ლიდერობს.