როგორ მოიქცევა ლიგა (NBA) პროტოკოლის მიხედვით, იმ შემთხვევაში თუ ვინმეს კორონავირუსი დაუდასტურდა
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია (NBA) გულშემატკივარს მალე დაუბრუნდება. ლიგა სეზონს 31 ივლისს ორლანდოში განაახლებს. აღნიშნული გადაწყვეტილება უკვე ოფიციალურია.
პროტოკოლის მიხედვით გუნდები ორლანდოში („ვოლტ დისნეი ვორლდ“-ის ტერიტორია) ივლისის დასაწყისში შეიკრიბებიან და კარანტინს გაივლიან. სწორედ ამის შემდეგ შეეძლებათ გუნდებს ვარჯიშის დაწყება. სეზონი 31 ივლისს განახლდება და რეგულარულში გუნდები მხოლოდ რვა მატჩს გამართავენ, რის შემდეგაც უკვე პლეი-ოფების სერია აიღებს სტარტს.
იმ შემთხვევაში, თუ მოთამაშეს კორონავირუსი დაუდასტურდება, მას მინიმუმ 10 დღე მოუწევს იზოლაციაში ყოფნა და მხოლოდ ორი უარყოფითი ტესტის შემდეგ შეძლებს გუნდთან დაბრუნებას. ანალოგიური წესი იმოქმედებს ადამიანებზე, ვინც დატოვებს „დისნეი ვორლდის“ ტერიტორიას ნებისმიერი მიზეზით. ასეთ პიროვნებას ლოკაციაზე დაბრუნების შემდეგ მოუწევს 10 დღიანი კარანტინის გავლა და COVID 19-ზე ორჯერ ტესტირების გავლა.
პლეი-ოფის წყვილები რეგულარულის რვა შეხვედრის ჩატარების შემდეგ დადგინდება.