როგორ განაწილდებოდნენ მერვედფინალისტები, ვიდეოგამეორება რომ არ ყოფილიყო
მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველად იქნა გამოყენებული ვიდეოგამეორება, რომელიც საქმეში ერთვება, როდესაც მატჩის მთავარი არბიტრი რაიმე სახის დარღვევას ვერ ან არასწორად დაინახავს. ამ ახალმა ტექნოლოგიამ რამდენიმე მატჩზე და მერვედფინალური წყვილების განაწილებაზე გადამწყვეტი გავლენა იქონია.
ქვემოთ გთავაზობთ მერვედფინალების ვერსიას, რომელიც ვიდეოგამეორების გარეშე დაფიქსირდებოდა. უნდა აღინიშნოს, რომ ამ ახალ ტექნოლოგიას რომელიმე გუნდის მერვედფინალში გასვლა-არგასვლაზე გავლენა არ მოუხდენია და მისი არარსებობის შემთხვევაში მომდევნო ეტაპზე მაინც იგივე გუნდები გავიდოდნენ.
უგურგვაი – ესპანეთი
პორტუგალია – რუსეთი
დანია – არგენტინა
ხორვატია – საფრანგეთი
ბრაზილია – შვედეთი
მექსიკა – შვეიცარია
ბელგია – იაპონია
კოლუმბია – ინგლისი