გიორგი ქვილითაიამ ვენის ”რაპიდი” ავსტრიის თასის ნახევარფინალში გაიყვანა. ვენის გუნდმა საშინაო არენაზე ”რიდი” 2:1 დაამარცხა, გადამწყვეტი გოლი კი 77-ე წუთზე საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა გაიტანა.
24 წლის თავდამსხმელმა ჩვეულ სტილში, დასწრებაზე ითამაშა, კარი თავური დარტყმით აიღო და ”რაპიდის” გულშემატკივრების უზომო სიხარული გამოიწვია.
შეგახსენებთ, რომ გარკვეული კრიზისის შემდეგ ქვილითაია ისევ შედეგიანად ათამაშდა და ავსტრიის ჩემპიონატისა და თასის ბოლო ორ შეხვედრაში სამი გოლის გაიტანა.