როგორ არ უნდა ისიმულანტოს ფეხბურთელმა - „ჩიხურას“ თავდამსხმელს ფანდი არ გაუვიდა (ვიდეო)
ეროვნული ლიგის მე-15 ტურის პირველ შეხვედრაში საჩხერეს „ჩიხურასა“ და „თელავს“ შორის, კურიოზული ამბავი მოხდა, ეპიზოდის გმირი კი სიმულაციისთვის სამართლიანად დაისაჯა.
შეხვედრას ორივე გუნდისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მატჩი „ჩიხურასთვის“ იყო, რომელის წაგების შემთხვევაში, ლიგიდან პირდაპირი გზით გავარდნის საფრთხე იზრდებოდა.
თამაში მე-19 წუთზე გამოცოცხლდა, როდესაც თელაველთა მეკარე ლუკა სანიკიძესთან მიახლოების შემდეგ, „ჩიხურას“ თავდამსხმელი გიორგი ბუხაიძე ისე წაიქცა, თითქოს, დენი დაარტყეს, მაგრამ არბიტრმა მისი საქციელი სამართლიანად შეაფასა, როგორც სიმულაცია და ყვითელი ბარათი აჩვენა.