რომის საკასაციო სასამართლომ (ბოლო სასამართლო ინსტანცია) უარყო ბრაზილიის ნაკრების ყოფილი ფორვარდის რობინიოს ადვოკატების აპელაცია და დაადასტურა ცხრაწლიანი პატიმრობა ჯგუფური გაუპატიურებისთვის. ამის შესახებ დაწერა ბრაზილიურმა გაზეთმა O’Globo-მ.
2017 წლის ნოემბერში ყოფილ ფეხბურთელს ცხრაწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს იმის გამო, რომ 2013 წლის 22 იანვარს, იტალიაში მონაწილეობა მიიღო ალბანელი გოგონას ჯგუფურ გაუპატიურებაში, რომელიც ღამის კლუბში თავის 23-ე დაბადების დღეს აღნიშნავდა.
2020 წლის ოქტომბერში რობინიო შეუერთდა მშობლიურ კლუბ „სანტოსს“, მაგრამ ოთხი დღეის შემდეგ მისი კონტრაქტი გააუქმეს საზოგადოებრივი პროტესტის გამო.
კარიერის განმავლობაში რობინიო თამაშობდა მადრიდის „რეალში“, „მანჩესტერ სიტისა“ და „მილანში“.