რობინიოს იტალიის სასამართლომ ცხრაწლიანი პატიმრობა მიუსაჯა
რობინიოს იტალიის სასამართლომ ცხრაწლიანი პატიმრობა მიუსაჯა

“რეალის”, „მილანისა” და “მანჩესტერ სიტის” ყოფილ ფორვარდს, რობინიოს ცხრაწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს სექსუალური ძალადობის გამო, – წერს იტალიური გამოცემა La Gazzetta dello Sport. განაჩენი იტალიის სასამართლომ გამოიტანა.

როგორც გამოცემა წერს, დანაშაული 2013 წლის იანვარში მოხდა, როცა 33 წლის ბრაზილიელი “მილანის” რიგებში თამაშობდა.

გამოძიების ინფორმაციით, ბრაზილიის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა და კიდევ ხუთმა მამაკაცმა მილანის ღამის კლუბში 22 წლის ალბანელი ქალი გააუპატიურეს.

რობინიო ამ დროისთვის ბრაზილიის ჩემპიონატში “ატლეტიკო მინეიროს” რიგებში თამაშობს.