რობინიოს იტალიაში ექსტრადირება შეუძლებელია
რობინიოს იტალიაში ექსტრადირება შეუძლებელია

“მილანისა” და “მანჩესტერ სიტის” ყოფილი ფორვარდის, რობინიოს იტალიაში ექსტრადირება შეუძლებელია, – წერს Football Italia. როგორც ცნობილია, იტალიის სასამართლომ ბრაზილიის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს ცხრაწლიანი პატიმრობა შეუფარდა ჯგუფურ გაუპატიურებაში მონაწილეობის გამო. მაგრამ, ირკვევა, რომ ბრაზილიის კანონმდებლობა კრძალავს ფეხბურთელის გადაცემას იტალიური მხარისთვის იმ შემთხვევაშიც კი, თუ მისი ბრალი დამტკიცებულია.

დანაშაული 2013 წლის იანვარში მოხდა, როცა 33 წლის რობინიო “მილანში” თამაშობდა. ფეხბურთელმა და კიდევ ხუთმა მამაკაცთა მილანის ღამის კლუბში 22 წლის ალბანელი ქალი გააუპატიურა.

ამჟამად, რობინიო ბრაზილიის ჩემპიონატში “ატლეტიკო მინეიროს” ღირსებას იცავს.