რობინიომ, შესაძლოა, სასჯელი ბრაზილიაში მოიხადოს #1TVSPORT
რობინიომ, შესაძლოა, სასჯელი ბრაზილიაში მოიხადოს #1TVSPORT

იტალიის მთავრობამ თხოვნით მიმართა ბრაზილიას, ციხეში ჩასვას ყოფილი ბრაზილიელი ფეხბურთელი რობინიო, – წერს გამოცემა UOL-ი.

რობინიოს იტალიაში ცხრაწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს ჯგუფური გაუპატიურების გამო. მაგრამ ბრაზილიელმა მოასწრო ქვეყნის დატოვება იქამდე, სანად დააკავებდნენ. იტალიამ საერთაშორისო ორდერი გასცა ყოფილი ფეხბურთელის დაპატიმრებაზე, თუმცა ბრაზილიის კონსტიტუცია კრძალავს საკუთარი მოქალაქეების ექსტრადიციას.

პარასკევს ბრაზილიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა, რომ იტალიისგან მიიღო თხოვნა, რობინიომ დამსახურებული სასჯელი სამშობლოში მოიხადოს.

ბრაზილიის სასამართლო სისტემა ვალდებულია, განიხილოს ეს თხოვნა და, შესაძლოა, დააკმაყოფილოს კიდეც. მაგრამ პროცესი, სავარაუდოდ, რამდენიმე წლით გაიწელება.