ბრაზილიის ნაკრების ყოფილი ფორვარდის რობინიოს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ გაასაჩივრებენ სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, ბრაზილიელს 9 წელი მიუსაჯეს ჯგუფურ გაუპატიურებაში მონაწილეობისთვის.
ხუთშაბათს, იტალიის სასამართლომ დამნაშავედ სცნო ფეხბურთელი და კიდევ ხუთი მამაკაცი, რომლებმაც მილანის ღამის კლუბში გააუპატიურეს 22 წლის გოგონა ალბანეთიდან. ინციდენტი 2013 წელს მოხდა, როცა ფორვარდი “მილანში” თამაშობდა.
“რობინიო ადრეც იცავდა თავს მსგავსი ბრალდებებისგან. ის ამტკიცებს, რომ საერთოდ არ მონაწილეობდა იმ ინციდენტში. გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის საჭირო ყველანაირი იურიდიული ნაბიჯი უკვე გადადგმულია”, – მოჰყავს ფეხბურთელის ადვოკატის სიტყვები სააგენტო AP-ს.