რობინიო ციხეში ელექტროხელოსნის პროფესიას ითვისებს #1TVSPORT
რობინიო ციხეში ელექტროხელოსნის პროფესიას ითვისებს #1TVSPORT

„რეალის“, „მილანისა“ და „მანჩესტერ სიტის“ ყოფილი ფორვარდი რიბინიო, რომელიც ჯგუფური გაუპატიურებისთვის ბრაზილიის ციხეში ცხრაწლიან პატიმრობას იხდის, ელექტრობისა და ელექტრონული მოწყობილობების საფუძვლების შესწავლის 600-საათიან კურსს გადის. ამის შესახებ გაზეთმა Marca-მ დაწერა.

წყაროს ცნობით, ეს კურსი გამოსასწორებელი სამუშაოების პროგრამის ნაწილია, რომელიც მიმართულია პატიმრებისთვის ახალი პროფესიის შესწავლისკენ, რაც მათ გათავისუფლების შემდეგ ცხოვრებაში დაეხმარება. ხაზს უსვამენ იმას, რომ ამ კურსის გავლის შემდეგ რობინიო შეძლებს ტელევიზორების, რადიომიმღებებისა და სხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკის რემონტს.

„რთული სათქმელია, მოსწონს თუ არა ეს მას, მაგრამ დროის გაყვანაში ეხმარება“, – განაცხადა რობინიოს ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ რობინიო 2017 წელს გაასამართლეს და ცხრა წელი პატიმრობა მიუსაჯეს 2013 წელს მილანის ღამის კლუბში ჯგუფური გაუპატიურების გამო. იტალიური მართლმსაჯულების მონაცემებით, რობინიომ და მისმა ოთხმა მეგობარმა იძალადეს ახალგაზრდა ალბანელზე, რომელიც იმ დღეს დაბადების დღეს აღნიშნავდა.