რობინ ლოპეზს „გოლდენ სტეიტში“ სურს, თუმცა „ჩიკაგო“ მის გაყიდვას არ აპირებს
რობინ ლოპეზს „გოლდენ სტეიტში“ სურს, თუმცა „ჩიკაგო“ მის გაყიდვას არ აპირებს

რობინ ლოპესმა გუნდის შეცვლის სურვილი გამოთქვა. 30 წლის ცენტრს რამდენიმე ვარიანტი აქვს და აქედან ერთერთი რეალური „გოლდენ სტეიტ ვორიორზია“, თუმცა, როგორც ირკვევა, „ბულსს“ ლოპესის გაშვება არ სურს.

გუნდს კალათბურთელთან დაკავშირებით საკუთარი გეგმები გააჩნია. ფრედ ჰოიბერგის გაშვების შემდეგ, „ჩიკაგოში“ ჯიმ ბოილენი მოვიდა და რობინ ლოპესი ამ ფორმაციის „ბულსში“ ერთერთი წამყვანი ფიგურაა. თავად კალათბურთელი აცხადებს, რომ ის აქტიურ მოლაპარაკებებს არც ერთ გუნდთან არ აწარმოებს, თუმცა გუნდის შეცვლის სურვილი დაადასტურა.