რობი კინი პროფესიული ფეხბურთიდან წავიდა
რობი კინი პროფესიული ფეხბურთიდან წავიდა

„ტოტენჰემ ჰოტსპურისა“ და იროლანდიის ნაკრების თავდამსხმელმა რობი კინმა პროფესიული ფეხბურთიდან წასვლის შესახებ გააკეთა განცხადება. 38 წლის კინმა თავისი ქვეყნის ეროვნულ გუნდში 146 მატჩი ჩაატარა და 68 გოლი გაიტანა, ცოტა ხნის წინ კი ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელის, მიკ მაკართის ერთ-ერთ თანაშემწედ დასახელდა.

23-წლიანი კარიერის განმავლობაში, კინმა 10 კლუბში 737 მატჩი ითამაშა და 325 გოლი გაიტანა.

სანაკრებო კარიერა მან ჯერ კიდევც 2016 წელს დაასრულა და ბოლოს ინდოეთის ქალაქ კოლკატას „ატლეტიკოში“ გამოდიოდა.

„დღეს, 23-წლიანი კარიერის შემდეგ, ფეხბურთიდან წასვლის შესახებ ვაცხადებ. „კრამლინ იუნაიტედიდან“ დავიწყე და ვერასდროს ვიფიქრებდი, თუ ასეთი საფეხბურთო ცხოვრება მექნებოდა“, – განაცხადა რობი კინმა.

შეგახსენებთ, რომ კინმა საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ რვა მატჩი ჩაატარა და ექვსი გოლი გაიტანა.