რობი ფაულერი ავსტრალიური გუნდის მთავარი მწვთნელის თანამდებობიდან გადადგა
„ლივერპულის“ ყოფილი ფეხბურთელი რობი ფაულერი ავსტრალირი გუნდის, „ბრისბენ როურის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გადადგა. ამ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური საიტი ავრცელებს. მერსისაიდელთა ლეგენდასთან ერთად თანამდებობა დატოვა მისმა ასისტენტმა ტონი გრანტმა. როგორც ირკვევა, ამის მიზეზი კორონავირუსთან დაკავშირებული სიტუაცია გახდა და ბრისბენელთა ახალი მწვთნელის ვინაობა სეზონის ბოლოს გახდება ცნობილი.
„ჩემი და ტონის სახელით მინდა მადლობა გადავუხადო კლუბს ამ შესაძლებლობისთვის, გულშემატკივრებს კი თბილი მიღებისთვისა და მხარდაჭერისთვის. ჩვენ ძალიან ვამაყობთ მიღწეული შედეგებით“, – განაცხადა ფაულერმა.
რობი ფაულერმა საფეხბურთო კარიერა „ლივერპულში“ დაიწყო და ამ გუნდის ღირსებას 1992-2001, შემდეგ კი 2006-2007 წლებში იცავდა.