იტალიის ფეხბურთის ფედერაცია სულ უფრო მეტად იხრება ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად რობერტო მანჩინის კანდიდატურისკენ. როგორც გაზეთი Corriere dello Sport წერს, ფედერაციის პრეზიდენტის თანაშემწემ ალესანდრო კოსტაკურტამ შეხვედრა გამართა კარლო ანჩელოტისთან, მაგრამ ამ უკანასკნელმა მიანიშნა, რომ პირველ რიგში, წინადადებებს ელოდება ინგლისური კლუბებისგან.
პრეტენდენტთა სიაში ასევე ფიგურირებენ ანტონიო კონტე და კლაუდიო რანიერი, მაგრამ ისინიც კლუბებისგან წამოსულ წინადადებებს ანიჭებენ უპირატესობას. ამიტომაც, ჟურნალისტებს მიაჩნიათ, რომ სანკტ-პეტერბურგის “ზენიტის” მთავარი მწვრთნელი რობერტო მანჩინი ყველაზე რეალური პრეტენდენტია იტალიის ნაკრების დამრიგებლის პოსტზე. მით უმეტეს, ამ სპეციალისტმა არა ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ ეს სამუშაო ყველაზე მეტად აინტერესებს.
დღეისთვის, იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელია ლუიჯი დი ბიაჯო.