იტალიის ეროვნული გუნდის პრესსამსახურმა ნაკრებიდან მთავარი მწვრთნელის, რობერტოს მანჩინის წასვლის შესახებ განაცხადა.
58 წლის სპეციალისტმა ნაკრების დატოვების გადაწყვეტილება მიიღო და იტალიელთა ახალი მწვრთნელის ვინაობა უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.
მანჩინი „სკუადრა აძურას“ 2018 წლიდან წვრთნიდა. მისი ხელმძღვანელობით იტალიამ ფინალში ინგლისი დაამარცხა და ევრო 2020-ის ჩემპიონობა იზეიმა.
თუმცა, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე იტალიელებმა ჯგუფიდან გასვლა ვერ მოახერხეს და, როგორც ჩანს, ეს არის მანჩინის წასვლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი. ევრო 2024-ის შესარჩევში კი აპენინელებს ორი მატჩის ჯამში სამი ქულა აქვთ და ჯგუფში მესამე ადგილზე არიან.