რობერტო მანჩინი - იმედი მაქვს, ბალოტელი გაიღვიძებს და მიხვდება, რომ ნიჭს ქარს ატანს
რობერტო მანჩინი - იმედი მაქვს, ბალოტელი გაიღვიძებს და მიხვდება, რომ ნიჭს ქარს ატანს

იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი რობერტო მანჩინი მარიო ბალოტელის შესახებ საუბრობს. 55 წლის სპეციალისტი 30 წლის იტალიელს მილანის „ინტერში“ და „მანჩესტერ სიტიში“ ავარჯიშებდა.

„მე მასზე ვზრუნავ, მიუხედავად იმისა, თუ რას აკეთებს ის. მე მას ჯერ კიდევ მაშინ ვავარჯიშებდი, როდესაც ის ბავშვი იყო და თავისი ასაკისთვის უჩვეულოდ ძლიერად გამოიყურებოდა. იმედი მაქვს, რომ ერთ მშვენიერ დღეს ის გაიღვიძებს და მიხვდება, რომ თავის ნიჭს ქარს ატანს. მარიო არაჩვეულებრივი ბიჭია – კეთილი და თავაზიანი. მე მისთვის ბევრჯერ ამიხსნია, რომ განსაკუთრებული ნიჭი აქვს და ამის არგამოყენება დანაშაულია“, – მოჰყავს მანჩინის სიტყვები „ფუტბოლ იტალიას“.

ბალოტელიმ კარიერა იტალიის სერია დ-ს გუნდ „ლუმეცანეში“ 2006 წელს დაიწყო, საიდანაც მილანის „ინტერში“ გადავიდა, მოგვიანებით კი „მანჩესტერ სიტის“, „მილანის“, „ლივერპულის“, „ნიცას“, „მარსელისა“ და „ბრეშას“ ღირსებას იცავდა.