რობერტო კარლოსი - ნეიმარი გენიოსია და ის აუცილებლად გახდება მსოფლიოში საუკეთესო
ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი რობერტო კარლოსი, რომელიც მადრიდის „რეალსა“ და მილანის „ინტერში“ გამოდიოდა, თვლის, რომ მისი თანამემამულე ნეიმარი მომავალი მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდება.
„ნეიმარს ყველაფერი რიგზე აქვს. ის ბედნიერია და გოლებიც გააქვს. მომავალში ის მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდება. მას ეს შეუძლია. ნეიმარი გენიოსია და მას გვერდით ჰყავს ხალხი, რომელიც მასზე ზრუნავს“, – ამბობს რობერტო კარლოსი.
შეგახსენებთ, რომ ნეიმარმა საფეხბურთო კარიერა ბრაზილიურ სანტოსში დაიწყო, საიდანაც 2013 წელს „ბარსელონაში“ გადავიდა. 2017 წლიდან ის „პარი სენ-ჟერმენში“ თამაშობს.