რობერტო ფირმინო ზაფხულში „ლივერპულს“ დატოვებს #1TVSPORT
რობერტო ფირმინო ზაფხულში „ლივერპულს“ დატოვებს #1TVSPORT

„ლივერპულის“ ფორვარდი რობერტო ფირმინო ზაფხულში დატოვებს ინგლისურ კლუბს, – დაწერა საკუთარ „ტვიტერში“ Sky Sport-ის ჟურნალისტმა, ფლორიან პლეტენბერგმა.

31 წლის ბრაზილიელმა გადაწყვიტა, არ გააგრძელოს კონტრაქტი კლუბთან, ასე რომ, ის თავისუფალი აგენტის სტატუსით წავა „ლივერპულიდან“. ფირმინომ თავისი გადაწყვეტილების შესახებ უკვე აცნობა გუნდის მთავარ მწვრთნელს, იურგენ კლოპს.

რობერტო ფირმინო 2015 წელს გადავიდა „ჰოფენჰაიმიდან“ „ლივერპულში“. მერსისაიდულ კლუბთან ერთად მან შვიდი ტიტული მოიგო: პრემიერლიგა, ჩემპიონთა ლიგა, ინგლისის თასი, სუპერთასი და ლიგის თასი, ევროპის სუპერთასი და კლუბებს შორის მსოფლიო ჩემპიონატი.

მიმდინარე სეზონში ბრაზილიელმა 25 მატჩი ჩაატარა და ცხრა გოლი გაიტანა.