საუდის არაბეთის ჩემპიონატში თანამედროვე ფეხბურთის კიდევ ერთი ვარსკვლავი გადადის – ბრაზილიის ნაკრების წევრი და „ლივერპულის“ ყოფილი ფორვარდი კარიერას „ალ-აჰლიში“ გააგრძელებს.
ევროპულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, ფირმინო ხელშეკრულებას 2026 წლამდე გააფორმებს.
31 წლის ბრაზილიელს „ლივერპულთან“ კონტრაქტი პირველ ივლისს ამოეწურა და თავისუფალი აგენტის სტატუსი მოიპოვა.
გასულ სეზონში რობერტო ფირმინომ 35 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 13 გოლი და ხუთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.