რობერტო ბაჯოს ფეხბურთი არ აინტერესებს - ვუყურებ ჩემს ყოფილ პარტნიორებს, რომლებიც მასწავლებლებივით მსჯელობენ, არადა მახსენდება, რომ მათ ხელითაც კი არ შეეძლოთ პასის მიცემა #1TVSPORT
რობერტო ბაჯოს ფეხბურთი არ აინტერესებს - ვუყურებ ჩემს ყოფილ პარტნიორებს, რომლებიც მასწავლებლებივით მსჯელობენ, არადა მახსენდება, რომ მათ ხელითაც კი არ შეეძლოთ პასის მიცემა #1TVSPORT

იტალიის ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა რობერტო ბაჯომ განაცხადა, რომ ფეხბურთი არ აინტერესებს.

„ხალხს ეს უცნაურად მიაჩნია, მაგრამ მერე რა? რატომ მიიჩნევა უიღბლოდ და წარუმეტებლად ის, ვინც ფეხბურთის გარეშე ბედნიერად ცხოვრობს?

მატჩებსაც კი არ ვუყურებ. ისინი ჩემში არანაირ ემოციებს არ აღძრავენ.

და ჩემთვის უსიამოვნოა სხვა ადამიანების შეფასება. ვუყურებ ჩემს ყოფილ პარტნიორებს, რომლებიც მასწავლებლებივით მსჯელობენ, არადა მახსენდება, რომ მათ ხელითაც კი არ შეეძლოთ პასის მიცემა.

მე სხვა საქმე მოვნახე. ვაპობ შეშას, ვმუშაობ ტრაქტორზე და საღამოსთვის ისეთი დაღლილი ვარ, რომ თავბრუ მესხმის“, – განაცხადა ბაჯომ გაზეთ La Repubblica-სთვის.