რობერტ მალმა ქართველ ფეხბურთელებზე ისაუბრა - მიქაუტაძე ევროპაშია გაზრდილი, დავითაშვილი აღმოჩენაა, კვარაცხელია ვითარდება [ვიდეო] #1TVSPORT
ქართული ფეხბურთი და ჩვენი მოთამაშეები ევროპული ფეხბურთის წამყვან ქვეყნებში თემად გადაიქცა – ამაზე სპორტული არხის beIN Sports-ის კონსულტანტის და კომენტატორის, რობერტ მალმის კომენტარიც მეტყველებს.
„ბრესტის“, „მონპელიეს“, „კანის“ და ტოგოს ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა ლიგა 2-ში საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების გამოჩენა დადებითად შეაფასა – ვეტერანი მოთამაშის თქმით, „ბორდო“ შემტევმა ნახევარმცველმა ზურიკო დავითაშვილმა გააძლიერა, ხოლო „მეცის“ შეტევა – გიორგი მიქუტაძემ.
რობერტ მალმმა საფრანგეთის ლიგა 2-ში „ბორდო“-„მეცის“ გასული კვირის მატჩი განიხილა და ქართველი ფეხბურთელები ამ კონტექსტში დაახასიათა.
„წელს ლიგა 2-ში ჩვენთვის ახალი ეროვნების ფეხბურთელები, ქართველები გამოჩდნენ. საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა თქვა, რომ ისინი ნიჭიერი ბიჭები არიან. ისინი სრულიად განსხვავებული მოთამაშეები არიან. მიქაუტაძე ლიონის „ოლიმპიკში“ ვარჯიშობდა, ამიტომ კარგად იცნობს ევროპულ ფეხბურთს და ყველა იმ მოთხოვნას, რაც მაღალი დონის ფეხბურთის სათამაშოდ არის საჭირო“, – აცხადებს სპორტული კომენტატორი და ვეტერანი ფეხბურთელი.
რაც შეეხება ზურიკო დავითაშვილს, რობერტ მალმმა მას აღმოჩენა უწოდა:
„ვერ ვიტყვი, რომ ზურიკო დავითაშვილს ვიცნობდი, ის წელს გავიცანით და ჩვენთვის აღმოჩენაა. ამ ბიჭებისგან ბევრს ველით. ასევე არის ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც „ნაპოლიში“ იზრდება. მიმდინარე სეზონში სერია A-ში მატჩებში 5 გოლი გაიტანა, ხოლო ჩემპიონთა ლიგის 4 მატჩში – 2 გოლი… ტალანტები მხოლოდ საფრანგეთს არ ჰყავს, ასეთები მთელ ევროპაში არიან“.