„ბაიერნის“ პოლონელი თავდამსხმელი, შესაძლოა, ახლო მომავალში „სამეფო კლუბის“ რიგებში ვიხილოთ, – იუწყება AS.
გამოცემის ინფორმაციით, რობერტ ლევანდოვსკიმ თავად გამოთქვა სურვილი, რომ კარიერის ბოლო წლები „რეალში“ გაატაროს.
აღნიშნავენ, რომ თანამედროვე ფეხბურთში ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირის გუნდში გადაყვანა, რა თქმა უნდა, მადრიდული კლუბის ხელმძღვანელებსაც სურთ, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ „დორტმუნდის“ ნორვეგიელი ლეგიონერის, ერლინგ ჰალანდის შეძენა არ მოხერხდება.
რობერტ ლევანდოვსკის კონტრაქტი მიუნხენურ გრანდთან 2023 წლის ზაფხულამდეა ძალაში.