რობერტ ლევანდოვსკიმ თებერვლის შემდეგ პირველად ვერ გაიტანა #1TVSPORT
გერმანიის ბუნდესლიგის მეექვსე ტური „ფიურტისა“ და „ბაიერნის“ მატჩით გაიხსნა. მიუნხენელებმა შეხვედრა 3:1 მოიგეს. ამ მატჩში გოლის გატანა ვერ შეძლო ბავარიელთა ფორვარდმა რობერტ ლევანდოვსკიმ, რითაც შეწყდა მისი შედეგიანი სერია.
„ფიურტთან“ მატჩამდე პოლონელი თავდამსხმელი ყველა ტურნირზე ზედიზედ 19 მატჩში ახერხებდა გოლის გატანას. ეს სერია 2021 წლის თებერვლიდან იღებდა სათავეს.
გარდა ამისა, ლევანდოვსკის ერთი ნაბიჯი დააკლდა ლეგენდარული გერდ მიულერის რეკორდის გამეორებამდე. პოლონელს ბუნდესლიგაში ზედიზედ 15 მატჩში ჰქონდა გოლი გატანილი, მიულერის რეკორდი კი 16 შედეგიან მატჩს უტოლდება.