რობერტ ლევანდოვსკი - „ოქროს ბურთის“ ღირსი ვარ, იმედია, საქმეში პოლიტიკა არ ჩაერევა #1TVSPORT
რობერტ ლევანდოვსკი - „ოქროს ბურთის“ ღირსი ვარ, იმედია, საქმეში პოლიტიკა არ ჩაერევა #1TVSPORT

მიუნხენია „ბაიერნის“ ფორვარდმა რობერტ ლევანდოვსკიმ გამოთქვა აზრი 2021 წელს „ოქროს ბურთის“ სავარაუდო მფლობელის შესახებ.

„მესმის, რომ თითოეული კარგი გამოსვლა ეროვნულ ნაკრებში ან კლუბში აძლიერებს ჩემს პოზიციებს ხმის მიცემის პროცესში. ბოლო ორი სეზონის განმავლობაში ბევრი პრიზი მოვიგე და მგონია, რომ შემიძლია „ოქროს ბურთის“ მიღების იმედი მქონდეს.

ეს, რა თქმა უნდა, უდიდესი პატივი იქნება ჩემთვის. იმედია, დიდი პოლიტიკა გავლენას არ იქონიებს და ხმები განაწილდება ფეხბურთელების მინდორზე გამოსვლის მიხედვით“, – აცხადებს პოლონეთის ნაკრების ფორვარდი.

შეგახსენებთ, რომ 2020 წელს „ოქროს ბურთი“ ისტორიაში პირველად არ გათამაშდა კორონავირუსის პანდემიის გამო. ამ წელს, ლევანდოვსკიმ კრიშტიანო რონალდოსა და ლიონელ მესის აჯობა და ფიფა-ს ვერსიით საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.