რობერტ ლევანდოვსკი ევროპის ჩემპიონატის პირველ შეხვედრას გამოტოვებს #1TVSPORT
პოლონეთის ფეხბურთის ფედერაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პოლონეთის ნაკრების კაპიტანი რობერტ ლევანდოვსკი ევროპის ჩემპიონატის პირველი ტურის შეხვედრას გამოტოვებს.
„ბარსელონას“ თავდამსხმელს ბარძაყის კუნთის ტრავმა აქვს, რეაბილიტაციას დრო სჭირდება და 16 ივნისს ის ნიდერლანდებთან ვერ ითამაშებს. პოლონეთის ნაკრების ექიმები იმედოვნებენ, რომ ფეხბურთელი 21 ივნისს ავსტრიასთან მატჩში მონაწილეობას მიიღებს.
ლევანდოვსკიმ ტრავმა თურქეთის ეროვნულ გუნდთან ამხანაგური თამაშისას მიიღო და პირველი ტაიმის 30-ე წუთზე მოედანი დატოვა.
პოლონეთის ნაკრებს ევრო 2024-ზე ტრავმის გამო არკადიუშ მილიკიც დააკლდება.