ბრიტანული საჯინიბო „უილიამსის“ სარეზერვო პილოტი რობერტ კუბიცა, მომავალ წელს გუნდის ძირითადი მრბოლელი გახდება. როგორც გამოცემა Auto Motor und Sport წერს, მოლაპარაკებები პოლონელსა და გუნდს შორის, დასასრულთან ახლოს არის. წყაროს ცნობით, კუბიცა „უილიამსში“ რუს სერგეი სიროტკინს შეცვლის და ჯორჯ რასელის თანაგუნდელი გახდება, რომელმაც კონტრაქტი 2019 წლისთვის უკვე გააფორმა.
კუბიცამ უფრო ადრე, უარი „ფერარის“ სარეზერვო პილოტის როლზე თქვა .
წერენ, რომ კუბიცას ძირითად პილოტად დაწინურებას ხელი ბიზნესმენმა ლოურენს სტროლმა შეუწყო, რომელიც აქამდე „უილიამსს“ ასპონსორებდა, ახლა კი „ფორს ინდია“ შეიძინა და იქ „უილიამსიდან“ თავისი ვაჟი – ლენს სტროლი წაიყვანა.