რობერტ კოვინგტონმა „ტიმბერვულვზში“ გადასვლის შესახებ „ტვიტერიდან“ შეიტყო
ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში რამდენიმე საინტერესო გაცვლა განხორციელდა.
ერთ-ერთ ყველაზე ხმაურიანად ჯიმი ბატლერის „ფილადელფიაში“ გადასვალა იყო. მის ნაცვლად „მინესოტამ“ რობერტ კოვინგტონი და დარიო შარიჩი მიიღო. საკმაოდ უცნაურია, რომ რობერტ კოვინგტონმა ამ გაცვლის შესახებ საკუთარი „ტვიტერის“ გვერდიდან შეიტყო.
„მე ყოველთვის გაგებით ვეკიდები გუნდის შეცვლის პერსპექტივას, თუმცა დამეთანხმებით, რომ ამის შესახებ ან გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ან ხელმძღვანელობამ უნდა შემატყობინოს. როდესაც სოციალური მედიით იგებ შენი გუნდიდან წასვლის შესახებ, ეს საკმაოდ უხერხულია“, – განაცხადა კოვინგტონმა „ი-ეს-პი-ენ“-თან (ESPN) მიცემულ ინტერვიუში.