მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველმა არიენ რობენმა განაცხადა, რომ მიმდინარე სეზონი, გერმანული კლუბის შემადგენლობაში მისთვის ბოლო იქნება. ჰოლანდიელი „ბაიერნში“ 2009 წლის აგვისტოს „რეალიდან“ გადავიდა.
„ეს ჩემი ბოლო წელია „ბაიერნში“. ეს იყო 10 შესანიშნავი წელი, მაგრამ ახლა წასვლის დრო მოვიდა“, – განაცხადა რობენმა Omnisport-თან კომენტარში.
ამ სეზონში 34 წლის რობენმა 18 მატჩი ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა.