რობენის  „ლივერპულთან“ თამაში გამოირიცხა
რობენის „ლივერპულთან“ თამაში გამოირიცხა

„ბაიერნის“ ნახევარმცველი არიან რობენი არ ითამაშებს ჩემპიონთა ლიგის განმეორებით მერვედფინალში „ლივერპულის“ წინააღმდეგ. ამის შესახებ განაცხადა მიუნხენური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ნიკო კოვაჩმა.

„არიენ რობენმა აქილევსის მყესი გუშინ დაიზიანა და ვერ ხვდება შემადგენლობაში. კინგსლი კომანი ახლოს არის დაბრუნებასთან და ვიმედოვნებთ, რომ ის შეძლებს თამაშს. რობენი ნამდვილად არ იქნება მზად მატჩისთვის“, – მოჰყავს კოვაჩის სიტყვები „ბაიერნის“ პრეს-სამსახურს.

„ბაიერნისა“ და „ლივერპულის“ მატჩი 13 მარტს, „ალიანც არენაზე“ გაიმართება. პირველი შეხვედრა 0:0 დასრულდა.