„ბაიერნის“ ნახევარმცველი არიენ რობენი 2018 წელს ვერ შეძლებს მოედანზე გასვლას. ჰოლანდიელს კუნთებთან დაკავშირებული პრობლემები აქვს. ამის შესახებ განაცხადა მიუნხენელთა მთავარმა მწვრთნელმა ნიკო კოვაჩმა.
„არიენი წელს ვეღარ ითამაშებს. მას კუნთების პრობლემები აქვს. ველოდებით, რომ რობენი მწყობრში 2019 წლის იანვრის დასაწყისში ჩადგება“, – თქვა ხორვატმა სპეციალისტმა.
34 წლის რობენმა ამ სეზონში 15 მატჩი ჩაატარა, ხუთი გოლი გაიტანა და ორი საგოლე პასი შეასრულა. ჰოლანდიელმა მიმდინარე სეზონის შემდეგ, „ბაიერნის“ დატოვების შესახებ გამოაცხადა.