„რივერ პლეიტთან“ მატჩის წინ „ბოკა ხუნიორსის“ ვარჯიშს 50 ათასი მაყურებელი დაესწრო (ვიდეო)
ლიბერტადორესის თასის ფინალის მეორე მატჩის წინ, „ბოკა ხუნიორსის“ ვარჯიშს 50 ათასი მაყურებელი დაესწრო, – წერს არგენტინული კლუბის პრეს-სამსახური.
„ბოკას“ საშინაო არენის „ლა ბომბონერას“ ტევადობა 57 395 მაყურებელია. ათასობით გულშემატკივარი რიგში იდგა იმისთვის, რომ ვარჯიშს დასწრებოდა.
სამხრეთ ამერიკის რანგით პირველი საკლუბო ტურნირის ფინალის განმეორებითი მატჩი 24 ნოემბერს გაიმართება (დასაწყისი თბილისის დროით – 23:45).
პირველი თამაში „ბოკა ხუნიორსის“ საშინაო არენაზე გაიმართა და 2:2 დასრულდა.