„ბარსელონას“ ყოფილმა თავდამსხმელმა რივალდომ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ ლიონელ მესი კატალონიურ კლუბს დატოვებს და „პარი სენ-ჟერმენში“ გადაბარგდება.
„ეს მტკივნეული მარცხი პსჟ-სთან იქნება ბოლო მატჩი ჩემპიონთა ლიგაზე, რომელსაც მესი „ბარსელონას“ რიგებში „ნოუ კამპზე“ ჩაატარებს. „ბარსა“ ვერ აძლევს მესის შესაძლებლობას, რომ სხვადასხვა თასებისთვის იბრძოლოს. ის პსჟ-ში გადავა, რადგან, თუ ამ მატჩით ვიმსჯელებთ, პარიზული გუნდი მას დიდი ტურნირების მოგების საშუალებას მისცემს“, – განაცხადა რივალდომ.
ბრაზილიელმა ვეტერანმა ფეხბურთელმა ისიც აღნიშნა, რომ „ბარსელონას“ შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი არ აქვს: „შემადგენლობაში მყოფ არცერთ ფეხბურთელს ამის არ სჯერა. უბრალოდ შეუძლებელია ამ შედეგის შემოტრიალება.“
შეგახსენებთ, რომ რონალდ კუმანის გუნდი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ შეხვედრაში პსჟ-სთან 1:4 დამარცხდა. განმეორებითი შეხვედრა კი 11 მარტს გაიმართება.