რივალდო - იმედი მაქვს, რომ ანჩელოტი ბრაზილიის მწვრთნელი გახდება და მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატს მოვიგებთ #1TVSPORT
ბრაზილიის ნაკრების ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა, რივალდომ კომენტარი გააკეთა კარლო ანჩელოტის შესახებ და აღნიშნა, რომ ქვეყნის ეროვნულ გუნდში იტალიელი სპეციალისტის დანიშვნას მიესალმება.
„ანჩელოტი და ბრაზილია? ეს ისტორიული ამბავი იქნება. იმედი მაქვს, რომ ანჩელოტი ჩვენი ნაკრების პირველი უცხელი მთავარი მწვრთნელი გახდება. მასთან ერთად ბრაზილია მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატს მოიგებს“, – განაცხადა რივალდომ.
შეგახსენებთ, რომ, გავრცელებული ინფორმაციით, „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან, ედნალდო როდრიგესთან შეხვედრა გამართა და მიღწეულია შეთანხმება, რომ ანჩელოტი 2024 წლის სეზონის ბოლოს ყველაზე ტიტულოვანი ნაკრების ხელმძღვანელი გახდება.