„ჩელსის“ მცველი ანტონიო რიუდიგერი ორი საფეხბურთო გრანდის, „რეალისა“ და პსჟ-ს ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა, – იუწყება Goal.
გამოცემის ინფორმაციით, თავად ფეხბურთელი არ არის წინააღმდეგი, რომ „ჩელსისთან“ ხელშეკრულება გაახანგრძლივოს. თუმცა, ლონდონური კლუბის ხელმძღვანელობასთან რიუდეგერმა კონტრაქტის განახლებასა და ფინანსურ საკითხებზე შეთანხმებას ვერ მიაღწია.
კონტრაქტის ვადა კი 2022 წელს იწურება და შესაძლოა, გერმანელმა ფეხბურთელმა თავისუფალი აგენტის სტატუსი მოიპოვეს, რაც მისი შეძენის მსურველებისთვის შესანიშნავი შესაძლებლობა იქნება.