„რითეილ ასოციაციის“ ტრადიციულ ტურნირზე გამარჯვებულები გამოვლინდნენ #1TVSPORT
„რითეილ ასოციაციის“ ტრადიციულ ტურნირზე გამარჯვებულები გამოვლინდნენ #1TVSPORT

თბილისის მერიის საფეხბურთო ცენტრ „იმედში“ დასრულდა რიგით მეორე „რითეილ ასოციაციის თასის“ გათამაშება. ტურნირში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო ქსელების თანამშრომელთაგან დაკომპლექტებულმა გუნდებმა. ტურნირის ჩატარების მიზანი ტრადიციულია: აქტიური ცხოვრება გახდეს ნორმად, რაც ჯანსაღი და წარმატებული საზოგადოების ფორმირების საფუძველს წარმოადგენს.

პლეი ოფში „ნიკორამ“ და „გუდვილმა“ დაამარცხეს „სპარის“ და „ზღაპარის“ გუნდები და ფინალურ მატჩში შეხვდნენ ერთმანეთს.

მიუხედავად იმისა, რომ ფინალი დასრულდა  6:0 „ნიკორას“ სასარგებლოდ, მრავალრიცხოვანი მაყურებელი სანახაობრივი და მაღალი დონის საფეხბურთო მატჩის მომსწრე გახდა.

აღსანიშნავია კომპანიების ინტერესის ზრდა ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის კუთხით და აქტიურობა  კორპორატიული სპორტის მდგრად ტრენდად ჩამოყალიბების პროცესში.