რიში სუნაკი - აუცილებელია უკრაინის შემდგომი მხარდაჭერა, რათა პუტინმა არ იფიქროს, რომ დავიღალეთ
აუცილებელია უკრაინის შემდგომი მხარდაჭერა, რათა პუტინს არ მიეცეს შესაძლებლობა, იფიქროს, რომ ჩვენ დავიღალეთ, – ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა აშშ-ს პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან ერთად თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„პრეზიდენტი პუტინი იფიქრებს, რომ მას შეუძლია ჩვენი გადაღლა, რომ ალიანსი დაიღლება და დანებდება, მაგრამ ასე არ არის“, – განაცხადა ბრიტანეთის პრემიერმა.
სუნაკის აზრით, თუ დასავლელი პარტნიორები შეძლებენ უკრაინის გრძელვადიან პერსპექტივაში მხარდაჭერას, ეს იქნება მძლავრი სიგნალი რუსეთის ფედერაციისთვის, რომ აზრი არ აქვს მათ ლოდინს.
„ჩვენ არსად წავალთ. ჩვენ ვიქნებით აქ, რამდენ ხანსაც იქნება საჭირო და ვიმედოვნებ, ეს მიიყვანს პუტინს იმ აზრამდე, რომ გაიყვვანოს თავისი ჯარები და შეწყვიტოს უკანონო და არაპროვოცირებული აგრესიის აქტი“, – აღნიშნა სუნაკმა.