ცნობილი ინგლისელი კომიკოსის, მო გილიგანის საახალწლო პოდკასტში სტუმრობისას ინგლისის ნაკრების ყოფილმა მცველმა რიო ფერდინანდმა ის დრო გაიხსენა, როდესაც ახალგაზრდობაში, „ვესტ ჰემში“ თამაშის დროს ალკოჰოლის ჭარბ რაოდენობას მოიხმარდა.
„მაშინ ბევრს ვსვამდი. შემეძლო 10 ბოთლი ლუდი დამელია და შემდეგ გადავსულიყავი არაყზე, დამეძინა და მეორე დღეს ყველაფერი თავიდან დამეწყო. ვერ ვიტყვი, რომ უფრო მეტს ვსვამდი ვიდრე სხვა ფეხბურთელები, თუმცა მაშინ მხოლოდ 17 წლის ვიყავი. „ვესტ ჰემში“ დალევის ნამდვილი ტრადიცია გვქონდა“.
რიო ფერდინანდი პრემიერლიგაში სადებიუტო მატჩს იხსენებს:
„არსენალის“ წინააღმდეგ წესით განაცხადში არ უნდა ვყოფილიყავი და ნაბახუსევზე სტადიონის მოსასვენებელ ოთახში კონიაკს ვსვამდი. როცა მითხრეს, რომ გამომეცვალა და მოედანზე შევსულიყავი, ჭიქა ჯერ კიდევ ხელში მეჭირა“.