„რინგმა“ 2020 წელს ორი საუკეთესო მოკრივე დაასახელა (ვიდეო)

ცნობილია 2020 წელს ყველაზე გამორჩეული ორი მოკრივე – ჟურნალმა The Ring (სპორტის ამ სახეობაში ყველაზე პრესტიჟულმა და ავტორიტეტულმა გამოცემამ) წლის საუკეთესო მებრძოლებად ტაისონ ფიური და ტეოფიმო ლოპესი აღიარა.

32 წლის სპორტსმენი, მძიმეწონოსანი ტაისონ ფიური WBC  ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონია, რომელმაც 2020 წელს მხოლოდ ერთი ბრძოლა გამართა – თანამედროვე კრივის სუპერვარსკვლავი, ამერიკელი დეონტეი უაილდერი მეშვიდე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა და ჩემპიონის ქამარი მოიპოვა.

მსუბუქ წონაში წლევანდელი ტრიუმფატორი 23 წლის ამერიკელი (წარმოშობით ჰონდურასიდან) ტეოფიმო ლოპესი იყო, რომელმაც WBA და WBO ვერსიებით მსოფლიო ჩემპიონის, უკრაინელი ვასილი ლომაჩენკოს ქამრები და ტიტულები დაისაკუთრა.

დატოვე კომენტარი