რინატ ბილიალეტდინოვი - კვარაცხელიას სიმწვავე „რუბინს“ ძალიან დააკლდა #1TVSPORT
ბათუმის „დინამოში“ ხვიჩა კვარაცხელიას წასვლასთან დაკავშირებით თავისი მოსაზრება „რუბინის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა რინატ ბილიალეტდინოვმა გამოხატა და განაცხადა, რომ ყაზანურ კლუბს მისი სიმწვავე ძალაინ დააკლდა.
„ხვიჩა აშკარად დაგვაკლდა: „რუბინისთვის“ მისი წასვლა შემტევი პოტენციალის სერიოზული დანაკარგია. სასიამოვნო იყო იმის ყურება, დრიბლინგით როგორ შევარდებოდა საჯარიმოში და მეტოქეს როგორ იშორებდა. ის გამორჩეული ფეხბურთელია.
კომერციულ კომპონენტზე შეკითხვა კლუბის ხელმძღვანელობის მისამართით უნდა დასვათ. ვფიქრობ, რომ ხვიჩას საფასურად 25 მილიონი ევროს მოთხოვნა ბევრი იყო და თუ მოთამაშე უფასოდ მიდის, მაშინ ეს თანხა სულაც გადაჭარბებულია.
ბევრი საუბარია იმაზე, რომ ხვიჩა ევროპული ტოპ-კლუბების ინტერესთა სფეროში მოხვდა. იქნებ ასე არაა? მოთამაშის მიმართ ინტერესის ორგანიზება საკმაოდ გავრცელებული კამპანიაა და მოთამაშე ჭკუიდან გადადის.
პრესა ხმაურობს, მაგრამ რეალურად არაფერი ხდება. ბათუმის „დინამოში“ ხვიჩა მშვიდ ნავსადგურშია, სადაც ითამაშებს, გარემოს შეიცვლის, მერე კი სადმე წაიყვანენ. მხოლოდ არა იმ გიჟური ფულის საფასურად, რომლის შოვნაც „რუბინში“ უნდოდათ. ველოდით ევროპაში ტრანსფერს, მაგრამ ჯერ ბათუმშია.
თუ ის დარჩება იქ რამდენიმე თვე, მაშინ ეს სიტუაცია მას უკან არ დახევს. და თუ იქ კიდევ ერთი ან ორი წელი დარჩება, მაშინ იქ დონეს ვერ აიმაღლებს. მას შეუძლია იქ იყოს ლიდერი, გაიტანოს, გაიბრწყინოს, იყოს საზოგადოების გმირი, მაგრამ ადგილობრივ დონეზე დარჩება. მაგრამ ვფიქრობ, რომ კვარაცხელია ზაფხულში ევროპაში წავა“, – ციტირებს ბილიალეტდინოვს გამოცემა „ჩემპიონატი“.