რიჩარდ კოკერილი საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარ მწვრთნელად ოფიციალურად დაინიშნა #1TVSPORT
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს ინგლისელი სპეციალისტი რიჩარდ კოკერილი უხელმძღვანელებს – ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს რაგბის კავშირმა გაავრცელა.
ახალ მწვრთნელთან ოთხწლიანი კონტრაქტი გაფორმდა. კოკერილი ამავდროულად „შავი ლომის“ მწვრთნელიც იქნება.
კოკერილი სეზონის დასაწყისში ფრანგული კლუბის, „მონპელიეს“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა, მაგრამ საფრანგეთის ჩემპიონატში (TOP 14) წარუმატებელი თამაშის გამო გასული წლის 21 ნოემბერს თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
კოკერილი თამაშობდა „ქოვენთრის“, „ლესტერისა“ და „კლერმონის“ შემადგენლობაში, ინგლისის ნაკრებში 27 მატჩში სამი ლელოს დადება მოახერხა.
2005 წლიდან კოკერელმა სამწვრთნელო საქმიანობა დაიწყო. თავიდან „ლესტერში“ ფორვარდებს ავარჯიშებდა, მთავარ მწვრთნელად უმუშავია „ტულონში“, „მონპელიესა“ (საფრანგეთი) და „ედინბურგში“ (შოტლანდია).
„მონპელიეში“ დანიშვნამდე კოკერილი ინგლისის ნაკრების შერკინების მწვრთნელი გახლდათ.