რიჩარდ კოკერილი - რუმინეთთან მოგების მიუხედავად, ბოლომდე კმაყოფილი არ ვარ, თამაშის გაუმჯობესება შეგვიძლია #1TVSPORT
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რიჩარდ კოკერილმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალური შეხვედრა შეაფასა, რომელშიც „ბორჯღალოსნებმა“ რუმინეთი 43:5 დაამარცხეს.
„მიუხედავად იმისა, რომ კარგი შეხვედრა ჩავატარეთ, ბოლომდე კმაყოფილი არ ვარ, რადგან შეცდომები დავუშვით. თამაშის გაუმჯობესება და უკეთესი ხარისხის რაგბის ჩვენება შეგვიძლია.
პირველ ტაიმში ყველაფერი არ გამოგვდიოდა, მაგრამ კარგად მომზადებული გუნდი ვართ და შესვენების შემდეგ თამაშის გავაუმჯობესეთ. არ აქვს მნიშვნელობა, ფინალში ვინ შეგვხვდება. ხვალ პორტუგალია-ესპანეთს შორის ნახევარფინალს ვინც მოიგებს, ჩემპიონობისთვის მას ვეთამაშებით“, – ამბობს რიჩარდ კოკერილი.
რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში საქართველოს ნაკრები პორტუგალია-ესპანეთის ნახევარფინალური წყვილის გამარჯვებულს შეხვდება – მატჩი 17 მარტს პარიზში გაიმართება.