რიბერი „ბაიერნში“ ვარჯიშობს და შეიძლება მიუნხენურ კლუბში დაბრუნდეს #1TVSPORT
ვეტერანი ფრანგი ნახევარმცველი ფრანკ რიბერი, რომელიც „ფიორენტინასთან“ კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობს, თავის ყოფილ კლუბში „ბაიერნში“ ვარჯიშობს.
გამოცემა Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, 38 წლის ფრანგმა, შესაძლოა, კონტრაქტი გააფორმოს მიუნხენელებთან. „ბაიერნი“ ეძებს ფეხბურთელს, რომელსაც შეუძლია შეცვალოს კინგსლი კომანი. გერმანიის ჩემპიონს სურდა პერსპექტიული ფეხბურთელის გაფორმება, მაგრამ ეკონომიური სირთულეების პირობებში არ გამორიცხავენ, რომ „ბაიერნი“ რიბერის გაიფორმებს სხვა სასურველი ვარიანტის არარსებობის გამო.