რეზო ჩომახიძე დინამოს ესტუმრა
რეზო ჩომახიძე დინამოს ესტუმრა

წყალბურთში ევროპის საუკეთესო მოთამაშე, ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრი, ლეგენდარული ლიდერი და დღეს საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი რეზო ჩომახიძე დინამოს საკალთბურთო ბაზას ესტუმრა. რეზო შეხვდა ბავშვებს და მათ წარმატებაზე, მოტივაციაზე, თავის კარიერაზე, აღმასვლაზე და წარუმატებლობის დაძლევის გზებზე დაელაპარაკა.

„გახსოვდეთ, რომ არასოდეს არ უნდა დანებდეთ და ყოველთვის უნდა დაიცვათ საკუთარი თავი სიზარმაცისგან. ყოველთვის მზად უნდა იყოთ ნებისმიერი გამოწვევისთვის და თუ თქვენ იქნებით ძლიერები, აუცილებლად გახდებით წარმატებულები. მე მქონდა ცუდი ეტაპიც, მაგრამ ყოველთვის მჯეროდა საკუთარი თავის და ვიცოდი, რომ წარმატებას მივაღწევდი“ – უთხრა ბავშვებს ჩომახიძემ, რომელიც პატარებისთვის კარგი მოტივატორი და ძალიან საინტერესო მოსაუბრე აღმოჩნდა.

ბევრი კითხვის და მათზე მიღებული საინტერესო პასუხის შემდეგ, ბავშვებმა ლეგენდასთან ფოტოები გადაიღეს და რეზომ საჯარიმო სროლაც ზუსტად შეასრულა.

დინამოს დიდ ოჯახს კიდევ ერთი მეგობარი შეემატა.