რეზი ჩიტეიშვილი „დილას“ დაემშვიდობა და „ალშკერტში“ ითამაშებს #1TVSPORT
რეზი ჩიტეიშვილი გორის „დილას“ დაემშვიდობა და საქართველოს პირველ არხთან განაცხადა, რომ კარიერას სომხეთის ჩემპიონატში, „ალშკერტში“ გააგრძელებს.
„ვემშვიდობები გორის „დილას“ და მადლობას ვუხდი ამ კლუბს ყველაფრისთვის. ვაფასებ თქვენთან გატარებულ თითოეულ წელს. მადლობა გორსა და გორელებს იმ სიყვარულისთვის, რომელიც გამოიჩინეთ ჩემი და ჩემი ოჯახის მიმართ. ძვირფასია თითოეული ადამიანი, რომელიც ამ წლების მანძილზე შევიძინე. გემშვიდობებით და გისურვებთ წარმატებას.️ შეხვედრამდე“, – წერს 29 წლის მცველი სოციალურ ქსელში.
საქართველოს პირველ არხთან რეზი ჩიტეიშვილმა ახალ გუნდზე და კონტრაქტის პირობებზე ისაუბრა.
„გადავედი „ალაშკერტში“, რომელთანაც ნახევარწლიანი კონტრაქტი გავაფორმე და თუ უეფა-ს ტურნირზე გავედით, მაშინ ხელშეკრულება ავტომატურად დეკემბრამდე გაგრძელდება.
ევროთასებზე ვერგასვლის შემთხვევაშიც გათვალისწინებულია ურთიერთშეთანხმება – ან გავაგრძელებთ დეკემბრამდე, ან დავშორდებით, მაგრამ გამოსასყიდი თანხა ისეთია, ვფიქრობ, დეკემბრამდე მომიწევს იქ თამაში.
„ალაშკერტი“ სომხეთის ერთ-ერთი გამორჩეული და ტიტულოვანი გუნდია. ევროტურნირებზე სისტემატურად თამაშობს და მეც გარემოს შეცვლა გადავწყვიტე. ეს ჩემთვის ახალი გამოწვევაა უფროა და, რა თქმა უნდა, ფინანსურმა მხარემაც გავლენა იქონია“, – ამბობს რეზი ჩიტეიშვილი.