რევაზ დავითაძე ატაცში მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლისმედალოსანია #1TVSPORT

ტაშკენტში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე 89 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე რევაზ დავითაძემ პირველ მოძრაობაში ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ატაცში მან 165, 168 და 171 კგ. დაძლია და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

რამდენიმე წუთში შეჯიბრი აკვრაში დაიწყება და პირველი არხი რეპორტაჟს პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.