რევაზ ჩელებაძე - საქართველოს ნაკრებმა ბოლომდე იბრძოლა, მაგრამ ესპანეთი დიდი გუნდია #1TVSPORT
თბილისის „დინამოს“ ყოფილმა ფეხბურთელმა, რევაზ ჩელებაძემ გერმანიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში საქართველოსა და ესპანეთის (1:4) მატჩზე ისაუბრა.
„საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბოლომდე იბრძოლეს წარმატების მისაღწევად, მაგრამ ესპანეთი დიდი გუნდია, ვფიქრობ, ჩემპიონობის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია. თუმცა ჩვენ უკვე ჩემპიონები ვართ – ევროპის ჩემპიონატზე პირველად გავედით და მერვედფინალში ვითამაშეთ.
მადლობა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს, რომ ასეთი ლამაზი დღეები გვაჩუქეს“, – განაცხადა რევაზ ჩელებაძემ.