რევაზ ჩელებაძე სანაკრებო წილისყრის შესახებ - ჯგუფიდან გასვლა შესაძლებელია #1TVSPORT
რევაზ ჩელებაძე სანაკრებო წილისყრის შესახებ - ჯგუფიდან გასვლა შესაძლებელია #1TVSPORT

ვეტერანმა ფეხბურთელმა რევაზ ჩელებაძემ საქართველოს პირველ არხთან კომენტარი გააკეთა ერთა ლიგის მესამე გათამაშების წილისყრაზე, სადაც საქართველოს ნაკრები C ლიგის D ჯგუფში ბულგარეთს, ჩრდილოეთ მაკედონიასა და გიბრალტარს შეხვდება.

თბილისის „დინამოს“ ვეტერანი თავდამსხმელი იმედოვნებს, რომ საქართველოს ნაკრები ერთა ლიგაზე ღირსეულად ითამაშებს.

„ჯგუფი მომეწონა. იმედი მაქვს, გაგვიმართლებს და ბულგარეთსა და ჩრდილოეთ მაკედონიას მოვუგებთ. მიმაჩნია, რომ ამ ჯგუფში პირველი ადგილის დაკავება შეიძლება. დაუმარცხებელი არც ერთი ეს ნაკრები არ არის“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან რევაზ ჩელებაძემ.

ვეტერანი ფეხბურთელი მეტოქეებზე კონკრეტულად საუბრობს:

„ბულგარეთი ის გუნდი ნამდვილად არაა, რაც წლების წინ იყო. ჩრდილოეთ მაკედონიასთან კი ერთა ლიგის ფინალში იღბალმა „ზურგი გვაქცია“ – ტრიბუნაზე გულშემატკივარი დაგვაკლდა, ხოლო მოედანზე – კვარაცხელია, რომელიც მაშინ ისეთ ფორმაში იყო, მეტოქეს მარტო დაამარცხებდა. იმედია, რევანშს ავიღებთ“.