რევაზ ჭანტურია - ვქომაგობ მაკედონიას და ცოტა უფრო მეტად - საქართველოს | ხელბურთი
რევაზ ჭანტურია - ვქომაგობ მაკედონიას და ცოტა უფრო მეტად - საქართველოს | ხელბურთი

ხელბურთის ეროვნული ნაკრები დღეს და ხვალ ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს ადგილობრივ ეროვნულ გუნდთან. ამ ქვეყნის სახელბურთო ვებ-გვერდმა, „24 რაკომეტმა“ გამოაქვეყნა ინტერვიუ საქართველოს ნაკრებისა და სკოპიეს „მეტალურგის“ ხელბურთელ რევაზ ჭანტურიასთან, იუწყება საქართველოს ხელბურთის ფედერაციის ოფიციალური გვერდი.

ჭანტურია 2004 წლიდან მაკედონიაში ცხოვრობს, თამაშობს და იქვე დაოჯახდა. სკოპიეს მეტალურგში ორი სეზონი უთამაშია ჩემპიონთა ლიგაში და 21 გოლიც გაიტანა.  „მეტალურგის“ გარდა თამაშობდა „ვარდარში“, „პელისტერში“, „სტრუმიცასა“ და „სტრუგაში“.

საქართველოს ნაკრები  მსოფლიოს 2021 წლის ჩემპიონატისა და ევრო 2022 საკვალიფიკაციო ტურნირებისთვის ემზადება, რომლებიც 2020 წლის იანვარში გაიმართება.

ჩვენი გუნდი ორშაბათიდან სკოპიეშია და დღეში ორჯერ ვარჯიშობს ბორის ტრაიკოვსკის არენაზე. გუნდთან ერთად ვარჯიშობს ჭანტურიაც, თუმცამისი თამაში მაკედონიის წინააღმდეგ დაგეგმილი არა არის, რადგან 37 წლის მარჯვენა გარემარბს ივნისში მიღებული ტრავმა აწუხებს.

ჭანტურია: ვქომაგობ მაკედონიას და ცოტა უფრო მეტადსაქართველოს

„ხელბურთის ფედერაციამ და ჩვენი ნაკრებების სპორტულმა დირექტორმა დრაგან ჯუკიჩმა ორი ამხანაგური მატჩი დაგვიგეგმა მაკედონიაში და მთელ სანაკრებო კვირას აქ გავატარებთ. ჯუკიჩის გარდა ჩვენს სტაფში შედიან მთავარი მწვრთნელი ნიკოლა მაქსიმოვიჩი, მწვრთნელი ბექა ორჯონიკიძე, ფიზმომზადების მწვრთნელი მარკო შეშუმი და ფიზიოთერაპევტი დრაგან ილიჩი. ყველა მათგანი სერიოზული პროფესიონალია. ჩვენს გუნდში თაობათა ცვლაა – ვეტერანებიდან დავრჩით შოთა თევზაძე, მე და ირაკლი ჩიქოვანი. გვყავს ბევრი ახალგაზრდა მოთამაშე, რომლებსაც მაკედონიაშიც იცნობენ: კბილაშვილი  სკოპიეს მეტალურგიდან და წითელიშვილი ოჰრიდიდან. მაკედონიაში უთამაშიათ ასევე დიხამინჯიასა და ორჯონიკიძეს. მათ გარდა ვყავს არსენაშვილი პორტუგალიის ბრაგადან და ცხოვრებაძე საფრანგეთის მონპელიედან. დანარჩენები საქართველოს ჩემპიონატში თამაშობენ.

ჩვენი მიზანია მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების საკვალიფიკაციო ტურნირებისთვის მომზადება და ეს ორი თამაში მაკედონიასთან ამისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. მე 15 წელია მაკედონიაში ვცხოვრობ და ყოველთვის მინდოდა ამ ქვეყნს ნაკრების წინააღმდეგ თამაში, თუმცა, ტრავმა ბოლომდე არ მომირჩენია და გადავწყვიტეთ, არ გამერისკა. მაკედონიის ნაკრებში ბევრი ჩემი ყოფილი თანაგუნდელი თამაშობს. ეს ქვეყანა ჩემი მეორე სამშობლოა და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ორი ამხანაგური მატჩი გვექნება აქ.

ჩვენი მიზანია, საუკეთესო თამაში ვაჩვენოთ მაკედონიასთან, ისევე როგორც 10-12 იანვარს, იტალიაში – იტალიის, რუმინეთისა და კოსოვოს წინააღმდეგ, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევში და ამის შემდეგ, რამდენიმე დღეში, აუცილებლად უნდა დავამარცხოთ ფინეთი, რათა მოვხვდეთ ევრო 2022-ის მთავარ შესარჩევ რაუნდში. ჩვენ ვიცით, რამდენად ძლიერ გუნდს უნდა შევხვდეთ ბორის ტრაიკოვსკის არენაზე. ჩვენს წინააღმდეგ იქნებიან მსოფლიო ხელბურთის ვარსკვლავები – კირე ლაზაროვი, დეიან მანასკოვი, ბორკო რისტოვსკი… დიდი მადლობა უნდა გადავუხადო მაკედონიის ხელბურთის ფედერაციას თბილი დახვედრისა და საუკეთესო სავარჯიშო პირობებისთვის. მატჩებს რაც შეეხება, მე ვუქომაგებ მაკედონიის ნაკრებს და ცოტა უფრო მეტად – საქართველოს“.

ხელბურთი. ამხანაგური მატჩები

სკოპიე, ბორის ტრაიკოვსკის არენა

25 ოქტომბერი, 22:00. მაკედონია – საქართველო

26 ოქტომბერი, 18:00. მაკედონია – საქართველო

საქართველოს ნაკრები მაკედონიაში

GK შოთა თევზაძე (1981, რეშიცა, რუმ), ზურაბ ცინცაძე (1996, იმედი-სტუ), გიგა ტორონჯაძე (1989, BSB ბათუმი)

LW ხაზეინ რუსტამოვი (1998, ქუთაისი), ზურაბ აბრამიშვილი (1994, BSB ბათუმი)

LB თეიმურაზ ორჯონიკიძე (1996, ოროშჰაზი, უნგ), ლექსო წითელიშვილი (1992, ოჰრიდი, მკდ), ზურაბ სიმონია (1994, BSB ბათუმი)

CB ირაკლი ჩიქოვანი (1989, კონსტანცა, რუმ), ირაკლი კბილაშვილი (1998, მეტალურგი, მკდ)

RB გიორგი ცხოვრებაძე (2001, მონპელიე, საფ), გიორგი დიხამინჯია (1997)

RW ირაკლი გოგოლაძე (1996, BSB ბათუმი), გიორგი მერკვილაძე (1998, ქუთაისი), რევაზ ჭანტურია (1982, მეტალურგი, მკდ)

ერეკლე არსენაშვილი (1998, ბრაგა, პორ), გიორგი ლაპიაშვილი (2000, BSB ბათუმი), უჩა მაისურაძე (1986)

მთავარი მწვრთნელი ნიკოლა მაქსიმოვიჩი, მწვრთნელი ბექა ორჯონიკიძე, ფიზმომზადების მწვრთნელი მარკო შეშუმი, ფიზიოთერაპევტი დრაგან ილიჩი, სპორტული დირექტორი დრაგან ჯუკიჩი

მსოფლიო ჩემპიონატი 2021. ევროპის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდი

ოქტომბერი 2019-იანვარი 2020. გამარჯვებულები გავლენ პლეიოფში

3 ჯგუფი. იტალია, რუმინეთი, კოსოვო, საქართველო – 10-12 იანვარი, იტალიაში

10 იან. რუმინეთი-საქართველო, 11 იან. საქართველო-იტალია, 12 იან. კოსოვო – საქართველო

ევროპის ჩემპიონატი 2022. კვალიფიკაციის მეორე ეტაპი, პლეიოფი

იანვარი 2020. გამარჯვებულები გავლენ მთავარ შესარჩევ რაუნდში

საქართველოფინეთიორი მატჩი, მიმოსვლით, 2020 წლის 15/16-18/19 იანვარი