საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო2020-ის შესარჩევი ციკლის მატჩებისთვის ემზადება. გიბრალტართან შეხვედრამდე გუნდმა ბოლო ვარჯიშიც საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“ თბილისის ზღვის ბაზაზე გამართა.
შეკრების მეხუთე დღეს ეროვნული გუნდის საერთო ჯგუფში ივარჯიშეს გიორგი ნავალოვსკიმ და გიორგი პაპუნაშვილმა, რომლებიც მანამდე ინდივიდუალურად ვარჯიშობდნენ, ხოლო საბა კვირკველიას და დათა ხოჭოლავას მდგომარეობა ცნობილი ხვალ იქნება.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა გიბრალტარისა და დანიის წინააღმდეგ:
მეკარეები: გიორგი ლორია (მაგდებურგი) , გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი)
მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი) ლაშა დვალი(ფერენცვაროში, უნგრეთი), ლევან ხარაბაძე (ციურიხი, შვეიცარია), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი)
ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ლაშა პარუნაშვილი (ესბიერგი, დანია), ვაკო გვილია (გურნიკი, პოლონეთი), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), გიორგი ხარაიშვილი (გეტებორგი, შვედეთი), გიორგი პაპუნაშვილი ( სარაგოსა, ესპანეთი), ხვიჩა კვარაცხელია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), ჯაბა ჯიღაური (გრენობლი, საფრანგეთი), გიორგი აბურჯანია (ლუგო, ესპანეთი)
თავდამსხმელები: ვატო არველაძე (კორონა, პოლონეთი), ლევან მჭედლიძე (ემპოლი, იტალია), ელგუჯა ლობჯანიძე (თარაზი, ყაზახეთი)
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი:
D ჯგუფი
7 ივნისი – მესამე ტური
20:00 საქართველო – გიბრალტარი
10 ივნისი – მეოთხე ტური
22:45 დანია-საქართველო
ეროვნული ნაკრების ორივე შეხვედრას საქართველოს პირველი არხი აჩვენებს. ხვალ საქართველო – გიბრალტარის მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი 20:00 საათზე დაიწყება.